Monday, March 8, 2010

პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელი:

ჩემი ოჯახის კომუნალური მომსახურეობის გადასახადები


2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ, ინფორმაციას კომუნალური მომსახურეობის, თითოეული მომსახურების ტარიფისა და, გადასახადების გადახდის აუცილებლობის შესახებ. შეაგროვებენ მონაცემებს მათი ოჯახის კომუნალური გადასახადების შესახებ, გააკეთებენ მათემატიკურ გაანგარიშებებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს.

3.პრექტის შესაძლო აქტივობები:
ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
• ინფორმაციის მოძიება კომუნალური გადასახადების შესახებ (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის, ინტერვიუების მეშვეობით და სხვა)
• აგროვებენ მონაცემებს იანვრისა და თებერვლის თვეში მათი ოჯახის კომუნალური მომსახურეობის ხარჯების შესახებ (ინტერვიუ ოჯახის წევრებთან)
• ალაგებენ მონაცემებს, აკეთებენ მათემატიკურ გაანგარიშებებს, პოულობენ თითოეული მონაცემის პროცენტულ წილსა და პროცენტულ ცვლილებას, მსჯელობენ ამ ცვლილების შესახებ, გამოთქვამენ ვარაუდებს მომდევნო თვეების ხარჯების შესახებ. ქმნიან დიაგრამებს.
• მოსწავლეებს შეუძლიათ პრეზენტაციები მოამზადონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, პლაკატებისა და სხვა რესურსაბის გამოყენებით. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ ამ საკითხს
• შეიქმნება პროექტის ბლოგი


4. მონაწილეთა ასაკი:

მე–6 კლასი.


5. ვადები/ხანგრძლივობა:

2010 წლის 23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება ყოველდღიურად, გაკვეთილლების შემდეგ.



7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები შეძლებენ ინფორნმაციის მოძიება დამუშავებას, გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღებისა და კომუნიკაციის უნარს. განუვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის შემოქმედებითი აზროვნების, სამოქალაქო ცნობიერების, თვითშეფასების და საკუთარი სასწალო საქმიანობის წარმართვის უნარიები. და გაიგებენ როგორაა შესაძლებელი მატემატიკის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.


8. საგანთაშორის კავშირი:

მათემატიკა. სამოქალაქო განათლება. ინფორმატიკა

No comments:

Post a Comment