Monday, March 8, 2010

მასწავლებლის კომენტარი

პროექტი “ჩემი ოჯახის კომუნალური გადასახადები” სასწავლო პროექტია. მისი მიზანია: მოსწავლემ შეძლოს რეალურ ყოფაცხოვრებაში უმარტივესი ხარჯთაღრიცხვისას სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულებებისა და პროცენტების გამოყენება. ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და წარდგენა. 

პროექტი ინდივიდუალურია.

პროექტი შესაბამისობაშა ესგ მატემატიკის საგნის და ისტ საგნის ფარგლებში


მათემატიკა
მათ. VI.5 

• ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ და / ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან გამომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე (უმარტივესი ხარჯთაღრიცხვა; ამოცანები პროცენტებზე და სხვა…)
მათVI.11
მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს
• ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას, და იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს
მათ VI.12
აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
• ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას და დალაგებას
• ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი მონაცემების შემთხვევაში
• აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები


• იყენებს ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას (1,3)
• ქმნის მისი ასაკისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს, თანაკლასელების, მასწავლებლის, ან მშობლის დახმარებით (3)
• იყენებს ისტ–ის ინფორმაციულ რესურსებს, ამოცანების ამოხსნის თვალსაჩინო წარმოდგენის მიზნით (3, 4, 5, 6)

No comments:

Post a Comment